Thumbnail
  • ისლანდია 0:1 ინგლისი | 0:1 სტერლინგი 90+1' (პენალტი)
  • დანია 0:2 ბელგია | 0:1 დენაიერი 9', 0:2 მერტენსი 77'

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-2 ჯგუფში პირველი ტურის მატჩები გაიმართა. რეიკიავიკში ყველაზე საინტერესო ბოლოს მოხდა, 10 კაცით დარჩენილმა (უოკერი 70-ე წუთზე გააძევეს) ინგლისის ნაკრებმა გოლის გატანა 91-ე წუთზე შეძლო, რაჰიმ სტერლინგმა პენალტი გაიტანა. დრამა ამის მერე დატრიალდა - 93-ე წუთზე ინგლისელთა კარში დანიშნული პენალტი ბიარნასონმა "ცაში" გაუშვა - 0:1.

📺 ისლანდია V ინგლისი

ბელგიამ სტუმრად დანია 2:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში დრის მერტენსის კუთხურს დენაიერის გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში თავად მერტენსმა გაიტანა - ბელგიელები დამსახურებულ პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მათი შეტევა გაგრძელდა და მერტენსმაც გაიტანა. 

📺 დანია V ბელგია

8 სექტემბერს ბელგია ისლანდიას უმასპინძლებს, ხოლო ინგლისი დანიას ესტუმრება.  

ისლანდია 0:1 ინგლისი 

გოლი: 0:1 სტერლინგი 90+1' (პენალტი)

ინგლისი (5-3-2): პიკფორდი - უოკერი, გომესი, რაისი, დაიერი, ტრიპიერი - სანჩო (73. ალექსანდერ-არნოლდი), უორდ-პროუსი, ფოდენი (68. ინგსი) - კეინი (78. გრინვუდი), სტერლინგი

დანია 0:2 ბელგია

გოლები: 0:1 დენაიერი 9', 0:2 მერტენსი 77'

ბელგია (4-3-3): მინოლე - კასტანიე, ალდერვეირელდი, დენაიერი, ვერტონგენი - ტიელემანსი (87. დოკუ), ვიტსელი, კარასკო (57. პრაე) - მერტენსი (80. ტროსარი), ლუკაკუ, ტ. აზარი 

კომენტარები

ბოლო ამბები