Thumbnail
  • ესტონეთი 0:1 საქართველო
  • ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგის 2020/21 წლების სეზონი დაიწყო
  • 📅 8 სექტემბერი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ჩრ. მაკედონია | 📺 პირველი არხი

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მე-2 გათამაშების (2020/21 წწ.) სეზონი ტალინში დაიწყო - C დივიზიონის მე-2 ჯგუფის მატჩში ესტონეთს ეთამაშა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 1:0.

მეტი ამ თემაზე: 

ესტონელთა კარში 18 წლის დებიუტანტი კარლ ჰეინი იდგა, რომელიც არსენალის 18-წლამდელთა გუნდის წევრია. ვლადიმირ ვაისმა 10 თვის წინ გამართული ბოლო მატჩიდან (ამხანაგური ხორვატიასთან) სასტარტოში 3 ფეხბურთელი დააყენა: კაკაბაძე, ხოჭოლავა და ჯიღაური. ესტონელებს ბოლო მატჩიდან 5 ფეხბურთელი ჰყავდათ სასტარტოში. 

📺 ოქრიაშვილის საგოლე მომენტი

საქართველოს ნაკრებს მე-4 წუთზე შეეძლო გატანა - ესტონელთა მცველმა უხეში შეცდომა დაუშვა, ჩაკვეტაძემ მეკარეც მოატყუა, მაგრამ დარტყმა ვეღარ მოახერხა, ოქრიაშვილის დარტყმული კი ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. 

📺 0:1 კაჭარავა 32' (კვარაცხელიას პასით)

32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და ნიკა კაჭარავამ შესანიშნავი თავურით ანგარიში გახსნა. ეს ქართველი ფორვარდის მეორე გოლია ეროვნული ნაკრების მაისურით.

ესტონეთი V საქართველო [ფოტო]

ესტონეთი V საქართველო [ფოტო]

ესტონეთი V საქართველო [ფოტო]

ესტონეთი V საქართველო [ფოტო]

ესტონეთი V საქართველო [ფოტო]

ესტონეთი V საქართველო [ფოტო]

ესტონეთი V საქართველო [ფოტო]

ესტონეთი V საქართველო [ფოტო]

ესტონეთი V საქართველო [ფოტო]

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა - 0:1. 

მატჩის სტატისტიკა
დარტყმები: 2-8 (0-2)
ბურთის ფლობა: 40%-60%
პასები: 388-584

მეორე ტაიმი სხვა სცენარით დაიწყო, საქართველოს ნაკრები შანსს კონტრშეტევებზე ელოდა. ერთხელ იყო ეპიზოდი, როცა სტუმრები სამართლიანად ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას, მაგრამ მსაჯმა ხელით თამაში ვერ შეამჩნია. მეტი გოლი ამ შეხვედრაში არ გასულა - ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგა 3 ქულით დაიწყო.

📺 ჩრდ. მაკედონია V სომხეთი 

საინტერესო ფაქტები

⚽ საქართველოს ნაკრებმა 10-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა.

⚽ ნიკა კაჭარავამ ეროვნული ნაკრების მაისურით მე-2 გოლი გაიტანა.

⚽ ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ნაკრებში მე-2 მატჩი ითამაშა, მან ეროვნულ გუნდში პირველი საგოლე პასი გააკეთა.

⚽ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე დაუმარცხებელია.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს თბილისში გამართავს, მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებია, რომელმაც შინ სომხეთი 2:1 დაამარცხა. 

ესტონეთი 0:1 საქართველო

გოლი: 0:1 კაჭარავა 32' (კვარაცხელიას პასით)

ესტონეთი (4-5-1): ჰეინი - ტენისტე, მეტსი, ტამი, იორველაიდი - ოიამაა, ტუნჯოვი (71. ლივაკი), ვასილიევი (86. აინსალუ), კრეიდა, კაიტი - ზენიოვი (71. ანიერი)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, ჯიღაური - კანკავა, კვეკვესკირი - კვარაცხელია (92. აბურჯანია), ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (78. ქვილითაია) - კაჭარავა (68. ლობჟანიძე)

ჩრ. მაკედონია 2:1 სომხეთი

გოლები: 1:0 ალიოსკი 5 (პენალტი), 2:0 ნესტეროვსკი 38' (პენალტი), 2:1 ბარსეგიანი 90+4' (პენალტი)

კომენტარები

ბოლო ამბები