Thumbnail
  • მადრიდის ატლეტიკოს ორ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს
  • ესპანურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა

მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელ დიეგო კოშტას კორონავირუსი აქვს - ინფორმაცია ესპანური კლუბის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. 31 წლის ფორვარდი კოვიდ-19-ით შვებულებაში ყოფნის დროს დაინფიცირდა. მასთან ერთად, კორონავირუსი მცველ სანტიაგო არიასსაც დაუდასტურდა.

“ორივე ფეხბურთელი უკვე იზოლირებულია. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ორივე სახლში რჩება. ისინი ლა ლიგის მიერ დაწესებული პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებენ და ვარჯიშებს იზოლაციის შემდეგ განაახლებენ,” - ვკითხულობთ ატლეტიკოს ოფიციალურ განცხადებაში. 

დიეგო კოშტა ატლეტიკოში 2018 წლიდან თამაშობს.  2019/2020 წლების სეზონში მან ლა ლიგის 23 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ატლეტიკოსთან კონტრაქტი მას 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები