Thumbnail

'მას გუნდში ძალიან აფასებენ' - კიტეიშვილი შტურმის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • აღნიშნულის შესახებ განცხადება გრაცელთა სპორტულმა დირექტორმა გააკეთა
  • ბოლო სეზონში ქართველი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა

გრაცის შტურმის 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გუნდის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს. მასთან ერთად აღნიშნულ მოვალეობას სლოვენიელი იონ გორენც-სტანკოვიჩი შეასრულებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება შტურმის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა გააკეთა: “გორენც-სტანკოვიჩმა უკვე დაამტკიცა, რომ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, კიტეიშვილს კი, მისი თამაშებიდან გამომდინარე, ასევე ძალიან აფასებენ”.

ცნობისთვის, გრაცელთა კაპიტანი ისევ 29 წლის ავსტრიელი შტეფან ჰიერლანდერი იქნება, რომელიც სამკლაურს გასულ სეზონშიც ატარებდა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ვლადიმირ ვაისს ერთა ლიგის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული, თუმცა, მას შემდეგ, რაც შტურმის ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი სხვა ფეხბურთელით შეცვლა მოუწია. ოთარმა 2019/20 წლების სეზონში ავსტრიულ ბუნდესლიგაში 31 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები