Thumbnail

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ლიონელ მესის ბარსელონადან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა. ხორვატმა ფეხბურთელმა ეს ამბავი კრიშტიანო რონალდოს რეალიდან წასვლასთან გააიგივა და აღნიშნა, რომ ეს ლა ლიგისთვის დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ კლუბი წინსვლას გააგრძელებს.

„ეს დიდი დანაკარგი იქნება, როგორც კრიშტიანო რონალდოს წასვლა იყო. არ შეიძლება, წარსულზე ფიქრი, ფეხბურთი ასეთია, მაგრამ თუ ეს მოხდება, ლა ლიგის პრესტიჟისთვის დიდი დარტყმა იქნება. წინ უნდა გავიხედოთ, არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც ვარსკვლავები გახდებიან. როდესაც რონალდომ რეალი დატოვა, იგივე იყო. რეალმა წინსვლა მის გარეშე გააგრძელა და იგივე მოხდება მესის შემთხვევაშიც, როგორც ბარსელონასთვის, ისე ლა ლიგისთვის“ - თქვა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესისა და ბარსელონას შორის დავა 25 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ფეხბურთელმა კლუბს ფაქსით აცნობა გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ. მესის მთელი კარიერა კატალონიურ გრანდში აქვს გატარებული და 731 მატჩში 634 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები