Thumbnail

‘მას ყველაფრის უფლება აქვს’ – სერხიო რამოსი მესის ბარსელონადან წასვლაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მადრიდის რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი ბარსელონადან ლიონელ მესის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი არგენტინელმა ვარსკვლავმა ლა ლიგა დატოვა, ეს, ესპანეთის ჩემპიონატისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

“ვერ გეტყვით, რომ აღნიშნული ამბავი რეალში ყველაზე მეტად გვაღელვებს, თუმცა, ფაქტია, რომ ის თავის გუნდში საუკეთესოა და მისი წასვლით კლასიკოც გაფერმკრთალდება. უპირველესად ის უნდა ვთქვა, რომ მან გადაწყვეტილება პირადად უნდა მიიღოს და ამ მხრივ, ყველაფრის უფლება აქვს. მის საქმეში სხვა ვერავინ ჩაერევა, უბრალოდ, ლეოს ასეთი ფორმით წასვლა, ალბათ, მართებული ნაბიჯი არ იქნება. მჯერა, რომ ის სწორად მოიქცევა და თუკი დარჩება, ეს ბარსელონასა და მთლიანად ესპანურ ფეხბურთს წაადგება”.

ამავდროულად, რამოსმა რეალსა და მას შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მადრიდულ გრანდში დარჩენის სურვილი აქვს.

“არასდროს მიფიქრია, რომ ის გუნდი დავტოვო, სადაც თამაში მინდა. თუკი შეთანხმებაა საჭირო, მგონია, ამას მივაღწევთ. ამაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა, პრობლემა არ შეგვექმნება”.

შეგახსენებთ, რომ რამოსმა ლა ლიგის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის ავტორი გახდა. ის რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები