Thumbnail

sturmnetz.at-ის ინფორმაციით, ავსტრიული შტურმის ქართველ ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა. "ფილიპ ჰუსპეკი და ოთარ კიტეიშვილი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობენ, რადგან მათმა ტესტებმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა", - წერდა საიტი ინსბრუკთან სათასო მატჩის წინ 

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა შემდეგ მისი სხვა ფეხბურთელით შეცვლა მოუწია.

შტურმა ჯერ კიდევ აგვისტოში დაადასტურა, რომ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი ჯერ ერთ ფეხბურთელს მოუვიდა, შემდეგ მეორეს, თუმცა მათი გვარები არ გახმაურებულა. შემდეგ შტურმის თავკაცმა კრისტიან ილცერმა დაადასტურა, რომ ორივე ფეხბურთელი თავს ძალიან კარგად გრძნობს, ერთმა მათგანმა უკვე დაიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში, მეორეც სულ მალე განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დღემდე მოქმედ ქართველ სპორტსმენებში მხოლოდ UFC-ის მებრძოლ გიგა ჭიკაძეს დაუდასტურდა ოფიციალურად. 

კომენტარები

ბოლო ამბები