- თბილისის ლოკომოტივი ევროპალიგაზე მოსკოვის დინამოს უმასპინძლებს
- ქართულ-რუსული კლუბების შეხვედრა 23-წლიანი პაუზის შემდეგ შედგება
- მომავალ მატჩზე მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა ისაუბრა
- მოსკოვის დინამო თბილისში - ქართული კლუბების მეტოქეები ევროპალიგაზე
ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაზე თბილისის ლოკომოტივი მოსკოვის დინამოს უმასპინძლებს. ქართულ-რუსული გუნდების მომავალ დაპირისპირებაზე, რომელიც 23-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართება, მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა ისაუბრა.
"წილისყრის შედეგი საინტერესოა. ბოლო-ბოლო, დიდი ხანია თბილისში ჩვენგან არავის უთამაშია - 2008 წლის მოვლენების შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ეს გუნდი საერთოდ არ ვიცი. ვიცი დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო… ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ტექნიკურები არიან. საქართველოში გამორჩეულად აქტიური გულშემატკივრობა იციან და ჩვენ მხოლოდ ის გვიშველის, რომ თამაშს ქომაგები არ დაესწრებიან.
ყველაფერი ნორმალურად იქნება! არამხოლოდ მოსმენილით ვიცი, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის უერთიერთობა ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. ამავდროულად, ეს არა უბრალოდ ევროპალიგის მატჩია, არამედ მატჩი - რუსეთი-საქართველო. მე მოსკოვის დინამოს წინაშე ამოცანას ასე დავაყენებდი. იმედი მაქვს, დირექტორთა საბჭოც ასე მოიქცევა და იმედი მაქვს, ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეც გავალთ.
სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, რადგან შაბათს უფასთან თამაშმაც გვაჩვენა, რომ არავის დაუფასებლობა შეიძლება. თითქოს, ზენიტის შემდეგ, დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, მაგრამ 1:1 ვითამაშეთ. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ”, - აქვეყნებს სტეპაშინის ნათქვამს რუსული მედია.
თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოს დაპირისპირება 17 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ რუმინულ უნივერსიტატეა კრაიოვას ანგარიშით 2:1 სძლიეს.
კომენტარები