Thumbnail

სერია A-ს სტარტს კორონავირუსი ვერ შეაფერხებს - სეზონი დათქმულ დროს დაიწყება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სერია A-ს ახალი სეზონი სტარტს 19 სექტემბერს აიღებს 
  • კალენდარი 2 სექტემბერს გახდება ცნობილი

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი 19 სექტემბერს დაიწყება. ქვეყნის ფედერალურმა საბჭომ ლეგა კალჩოს წარდგენილი წინადადება ძალაში დატოვა და კლუბებში მომრავლებული კორონავირუსის შემთხვევების მიუხედავად, იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი ადრე დათქმულ ვადებში დაიწყება.

ამგვარად, პირველი ტური 19-20 სექტემბერს ჩატარდება, ხოლო სეზონი 2021 წლის გვიან გაზაფხულზე, 22-23 მაისს დასრულდება. სერია A-ს 2020/21 წლების სეზონის კალენდარი 2 სექტემბერს გახდება ცნობილი. იმასაც გეტყვით, რომ სატრანსფერო ბაზარი იტალიაში 1 სექტემბერს გაიხსნება და 5 ოქტომბერს დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ შარშან იტალიის ჩემპიონი იუვენტუსი გახდა (ზედიზედ მეცხრედ), ხოლო სერია B-დან ბენევენტო, კროტონე და დებიუტანტი სპეცია აღზევდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები