Thumbnail

მოსკოვის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა თბილისის ლოკომოტივთან შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. რუსი სპეციალისტის განცხადებით, ამ ეტაპზე მეტოქის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ უახლოეს მომავალში ლოკომოტივის თამაშებს შეისწავლის. ზოგადად, ნოვიკოვმა ქართული ფეხბურთი დაახასიათა, როგორც ტექნიკური და შეტევაზე ორიენტირებული.

კირილ ნოვიკოვი (მოსკოვის დინამოს მთავარი მწვრთნელი): "გასაგებია, რომ ეს გუნდი ჯერჯერობით არ შეგვისწავლია. უახლოეს დღეებში ლოკომოტივის თამაშებს აუცილებლად დავაკვირდებით. ამრიგად, ამ შემთხვევაში ქართული ფეხბურთის შესახებ მხოლოდ ზოგადად შემიძლია ვთქვა: ყოველთვის საკმარისად ჰყავდათ ტექნიკური ფეხბურთელები და გუნდები ცდილობენ შემტევი ფეხბურთის თამაშს. ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით, სერიოზულად მოვემზადებით. ვცდილობთ ევროტურნირზე თამაშს და თუ უფრო შორს წასვლა გვინდა, მზად უნდა ვიყოთ როგორც სახლში სათამაშოდ, ისე სტუმრად".

შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამო მატჩი 17 სექტემბერს თბილისში გაიმართება და მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელს ეს ერთი დაპირისპირება გაარკვევს. დინამო რუსეთის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები