Thumbnail
  • ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • ამ ეტაპზე 4 ქართველი ფეხბურთელის 3 გუნდი მიიღებს მონაწილეობას

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა 8 წყვილი, რომელთა გამარჯვებულები ჯგუფურ ეტაპს ერთ ნაბიჯზე მიუახლოვდებიან და პლეი-ოფში ითამაშებენ.

მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხი ქართველი ფეხბურთელის 3 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას ბელგიური გენტი, ლაშა დვალის უნგრული ფერენცვაროში და ნიკა ნინუას ბერძნული პაოკ-ი.

წილისყრის შედეგები

ფერენცვაროში (უნგრეთი) V დინამო ზაგრები (ხორვატია)

ყარაბაღი (აზერბაიჯანი) V მიოლდე (ნორვეგია)

ომონია (კვიპროსი) V ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

მიდტიულანდი (დანია) V იანგ ბოიზი (შვეიცარია)

მაკაბი თელ ავივი (ისრაელი) V დინამო ბრესტი (ბელარუსი)

პაოკ (საბერძნეთი) V ბენფიკა (პორტუგალია)

დინამო კიევი (უკრაინა) V ალკმაარი (ნიდერლანდები)

გენტი (ბელგია) V რაპიდი (ავსტრია)

წყვილში პირველი გუნდები საკუთარ მოედანზე ითამაშებენ და დაპირისპირებები ერთრაუნდიანი იქნება. ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი 15/16 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები