Thumbnail

'თუ ავუკრძალავთ, ვერ განვითარდება' - სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია დაიცვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლეონიდ სლუცკის კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
  • ყაზანის რუბინის მწვრთნელმა ქართველი შემტევი დაიცვა

რუსეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში ყაზანის რუბინმა საკუთარ მოედანზე ტამბოვთან ფრე ითამაშა (2:2). ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა, მაგრამ ამჯერად საგოლე კომბინაციებში არ მონაწილეობდა.

თამაშის შემდეგ ყაზანელთა მთავარ მწვრთნელს დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ კვარაცხელიას მეტისმეტად ხომ არ უყვარს დრიბლინგი და ხომ არ წააგო პირადი დუელი ტამბოვის მცველ ნიკიტა ჩიჩერინთან...

"როდესაც ჩვენ ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, თუ მას დრიბლინგს ავუკრძალავთ, არა მარტო ვერ მიიღებს რუსეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს, არამედ ვერც განვითარდება. ამიტომ, თუ ადამიანი ელოდება, რომ ხვიჩა ყველა მატჩში გამოვა და შედეგს მიაღწევს, ძალიან ცდება. მეორე მხრივ, არ ვეთანხმები იმასაც, რომ ჩიჩერინთან მან რაღაც წააგო. ბევრი მომენტი იყო, როდესაც კვლავ ატყუებდა, შედიოდა საჯარიმოში, არიგებდა პასებს, რომელთაც სიზუსტე აკლდა, ურტყამდა კარისკენ. ამიტომ, მისგან ხიფათი ისევ იქმნებოდა და ბევრი მომენტი იყო. ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულად შეუძლია გამოიყენოს ის თვისებები, რაც აქვს", - განაცხადა სლუცკიმ.

ხვიჩა კვარაცხელია ტამბოვის წინააღმდეგ

შეგახსენებთ, რომ რუბინს 6 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 1 საგოლე პასი შეასრულა და ერთხელ პენალტი გამოიმუშავა, გასულ სეზონში კი ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

კომენტარები

ბოლო ამბები