Thumbnail

ტოტენჰემმა დოჰერტი დაიმატა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც არსენალზე პოსტი წაშალა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მეტ დოჰერტის არსენალისადმი სასიყვარულო პოსტი წააშლევინეს
  • კარგი რეპუტაციის მქონე ირლანდიელი სპურსში 4 წლით დარჩება

ტოტენჰემ ჰოთსპურმა კონკურენტი ვულვერჰემპტონიდან ირლანდიელი განაპირა მცველი - მეტ დოჰერტი დაიმატა. 28 წლის უკანახაზელმა, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ჟოზე მოურინიოს სპურსთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

მატ დოჰერტიმ ვულვზის ფორმით 300-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, მას შემდეგ რაც კლუბს 2010 წელს ირლანდიის ლიგის ბოჰემიანსიდან შეუერთდა. ჰოიბერგის და ჯო ჰარტის შემდეგ ეს ტოტენჰემისთვის წელს მესამე შენაძენია.

"ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი დონის გუნდში მომიწევს თამაში..." - ამბობს დოჰერტი. "ჩემი აზრით, სპურსს საუკეთესო სტადიონი და საუკეთესო საწვრთნელი კომპლექსი აქვს მსოფლიოში. როდესაც ინტერესის შესახებ გავიგე, ბევრი არ მიფიქრია."

დოჰერტის ტრანსფერით მისმა მშობლიურმა ბოჰემიანსმაც იხეირა, რომელმაც სატრანსფერო თანხის (უცნობია) 10% მიიღო. დუბლინელი ტოტენჰემმა სასაცილო ვიდეოთი წარადგინა, სადაც დოჰერტი მის მიერ ტვიტერზე 2012 წელს დაწერილ პოსტს შლის, სადაც წერია - 'მე მიყვარს არსენალი, მუდამ და მუდამ' - მოგეხსენებათ, არსენალი ტოტენჰემის საძულველი მეტოქეა.

კომენტარები

ბოლო ამბები