- ბარსას პატარა ფანი ფეისბუქზე დააბულინგეს
- ბარსა უკან არ იხევს - მესი კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს
ლიონელ მესი დღეს თანაგუნდელებთან ერთად ბარსელონას საწვრთნელ ბაზაზე, Covid-19-ის ტესტის ჩასაბარებლად უნდა მისულიყო, თუმცა როგორც შემდეგ გავიგეთ, მესი ტესტის ჩასაბარებლად არ გამოცხადდა.
ვიზიტის ამბავი, რა თქმა უნდა, ბარსელონას ფანებმაც იცოდნენ - უცნობმა კატალონიელმა ბარსას ახალგაზრდა ფანმა თადარიგი დილიდან დაიჭირა, თუმცა სულ ტყუილად. მოგვიანებით, ბარსას ფანი ბავშვის ფოტოები სოც. ქსელებში გამოჩნდა.
Bleacher Report-ის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებს, ბევრი ემოციურად შეხვდა, ბევრმა კი ჯერ ბავშვს დასცინა, შემდეგ კი ზოგადად ამ ფოტოებს.
💬 "ალბათ ბარტომეუს შვილია და მამის გადარჩენას ცდილობს 😂"
💬 "ეშმაკი კარგად მუშაობს, მაგრამ ბარსას PR დეპარტამენტს ვერ აჯობებს"
💬 "იდექი და ელოდე 🤣"
💬 "პოზიორობს? თავი უფრო დახარე ხორხე, კარგი კადრია"
💬 "სამაგიეროდ ბუსკეტსი ჰო ნახა?! 😁"
💬 "სახლში წადი და სკოლის დავალებებს მიხედე"
დღეს ბარსელონაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, კლუბი მესის გაშვებაზე უარს ამბობს და არც მოლაპარაკებებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ბარსაში სურთ, რომ მესი კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ მომდევნო სეზონის დასრულებამდე დარჩეს.
კომენტარები