Thumbnail
  • ლიონელ მესის მიაჩნია, რომ ბარსელონასთან კონტრაქტი აღარ აკავშირებს
  • შეკრების წინ ბარსელონას ფეხბურთელები სამედიცინო ტესტებს გაივლიან

კიდევ ერთი მინიშნება, რომ ლიონელ მესი ბარსელონას ტოვებს - Goal-ს კლუბში ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა, რომ როცა, ბარსას ძირითადი გუნდის წევრები წინასასეზონო შეკრების წინ სტანდარტული სამედიცინო ტესტებისთვის შეიკრიბებიან, 33 წლის არგენტინელი მათ შორის არ იქნება. 

მესის და მის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ბარსასთან კონტრაქტი დასრულებულია, ასე რომ, მას ვერც ტესტებზე ვიხილავთ და ვერც შეკრებაზე. მიუხედავად ამ მტკიცე გადაწყვეტილებისა, ლეოს მის ერთადერთ პროფესიულ გუნდთან დამშვიდობება ინციდენტების გარეშე სურს. ამიტომაც მზად არის, შეხვდეს ბარსელონას ხელმძღვანელ ბორდს. 

📋 მეტი ამ თემაზე:

ლიონელ მესის, კონტრაქტის თანახმად, ყოველი სეზონის შემდეგ შეუძლია გააქტიუროს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას გუნდიდან წასვლა შეუძლია. ოღონდ, საამისოდ ივნისია მითითებული, მესიმ კი ეს მხოლოდ აგვისტოს მეორე ნახევარში მოითხოვა. მესის და მისი გუნდის არგუმენტები შემდეგშია - სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო, გვიან დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის თითქმის 20-წლიანი კარიერა ბარსელონაში უდიდესი წარმატებით გამოირჩეოდა, ლეომ სწორედ ბარსელონას ფეხბურთელის რანგში მოიგო სარეკორდოდ ბევრი ოქროს ბურთი - 6. მისი ხელში ჩაგდება პსჟ-ს, მანჩესტერ სიტის, მანჩესტერ იუნაიტედს, იუვენტუსს, ინტერს და ინტერ მაიამის სურთ, თუმცა ფავორიტი ორია - პარიზული კლუბი, სადაც შესაძლოა, ნეიმარი-მბაპე-მესის ტრიდენტი ვიხილოთ და პეპ გვარდიოლას სიტი. 

კომენტარები

ბოლო ამბები