Thumbnail
  • ატლეტიკოს დიეგოს გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს
  • შესაძლოა ფორვარდი ინგლისში დაბრუნდეს

მადრიდის ატლეტიკოს დიეგო კოშტას გაყიდვა სურს. 31 წლის ფეხბურთელს მადრიდელთა რიგებში არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა. ესპანელები შესაძლო ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ რამდენიმე კლუბს, მათ შორის - ჟოზე მოურინიოს ტოტენჰემს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად კოშტაც თანახმაა, კარიერა ლონდონში გააგრძელოს. "დეზების" ხელმძღვანელობა ფიქრობს, ღირს თუ არა ტრანსფერის განხორციელება. ლონდონში დიეგო კოშტას ასაკი და სათამაშო ფორმა აფიქრებთ, ამიტომ ნაადრევი გადაწყვეტილებისგან თავს იკავებენ.

ფორვარდსა და ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს ერთად მუშაობის გამოცდილება აქვთ. პორტუგალიელი სპეციალისტი და დიეგო ლონდონის ჩელსიში თანამშრომლობდნენ. როგორც ჩანს, კოშტა მზად არის ჟოზესთან ისევ იმუშაოს.

დიეგო ჩელსიში ატლეტიკოდან 2014 წელს აღმოჩნდა, უკან კი 2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაბრუნდა. შესაძლოა, დიეგო ინგლისში დაბრუნდეს, თუმცა ამჯერად ლონდონის სხვა მხარეში ითამაშოს.

დიეგო კოშტამ ლა ლიგის 2019/20 წლების სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი მხოლოდ 5 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

კომენტარები

ბოლო ამბები