Thumbnail

კორონავირუსი საფრანგეთის ნაკრებში - დეშამმა ინფიცირების 2 შემთხვევა დაადასტურა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საფრანგეთის ნაკრების ორ ფეხბურთელს კოვიდ-19 აღმოაჩნდათ
  • კორონავირუსი პოლ პოგბას და ტანგი ნდომბელეს დაუდასტურდათ

მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელ პოლ პოგბას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დესამმა გაავრცელა. გარდა ამისა, COVID-19 "სამფეროვნების" კიდევ ერთ წევრს, ტანგი ნდომბელესაც აღმოაჩნდა.

ფრანგმა სპეციალისტმა პოგბა და ნდომბელე სექტემბრის მატჩებისთვის ეროვნული ნაკრებიდან გაუშვა, რისი მიზეზიც სწორედ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხებია. პოგბას ნაცვლად დეშამმა რენის 17 წლის ნახევარმცველი ედუარდო კამავინგა გამოიძახა.

საფრანგეთის ნაკრები ერთა ლიგაზე 5 და 8 სექტემბერს, შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონი 12 სექტემბერს უნდა დაიწყო. ნდომბელეს ტოტენჰემი ლივერპულის ევერტონს შეხვდება, ხოლო მანჩესტერი სეზონის პირველ მატჩს 19 სექტემბერს, კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები