- სელტიკი 1:2 ფერენცვაროში
- 0:1 სიგერი (7), 1:1 კრისტი (53), 1:2 ნგუენი (75)
ლაშა დვალის ფერენცვაროშმა ჩემპიონთა ლიგის მორიგი ეტაპი გადალახა. უნგრელებმა შვედური დიურგარდენის შემდეგ გლაზგოს სელტიკი გააგდეს. ქართველი მცველი მინდორზე 86-ე წუთზე გამოჩნდა.
ფერენცვაროში მომდევნო ეტაპზე ტოკმაც ნგუენმა გაიყვანა, რომელმაც გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე გაიტანა და უნგრულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოუტანა.
სამწუხაროდ, ვაკო გვილიას ლეგია ომონიასთან 0:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა 60 წუთს ითამაშა, რის შემდეგაც მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა. ვარშავულმა კლუბმა ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა.
კომენტარები