Thumbnail
  • როტორის გენერალურმა დირექტორმა კლუბში ქართველების სიმრავლეზე ისაუბრა
  • ანდრეი რეკეჩინსკისთვის კვერკველიასა და დავითაშვილის დამატება წარმატებაა

რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებულ როტორში ერთბაშად ხუთი ქართველი ლეგიონერი ირიცხება, რის გამოც რუსულ მედიასა და სოცქსელებში ვოლგოგრადის კლუბს ირონიულად "საქართველოს ნაკრების ფილიალად" მოიხსენიებენ.

ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი როტორში ჯერ კიდევ გასულ ზამთარს აღმოჩნდნენ, როდესაც გუნდი პირველ ლიგაში გამოდიოდა. ზაფხულში ვოლგოგრადში ჯანო ანანიძე გადაბარგდა, სულ ახლახან კი იქ იჯარით საბა კვერკველია (ლოკომოტივი) და ზურიკო დავითაშვილი (ყაზანის რუბინი). 

როტორის გენერალური დირექტორისთვის ფეხბურთელის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს

როტორის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდის ქართველ ლეგიონერებზეც ილაპარაკა:

"სალინოვის, დავითაშვილისა და კვერკველიას დონის ფეხბურთელების დამატება დიდი წარმატებაა. ისინი ყველანი მაღალი დონის პროფესიონალები, ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან, რუსეთის პრემიერლიგაში გამოსვლის გამოცდილებით.

საბა როტორში იჯარით ლოკომოტივიდან გადავიდა

რაც შეეხება ქართველების თემას, ქართველები იქნებიან, რუსები, არგენტინელები თუ კოტდივუარელები, პირველ რიგში, ისინი კარგი ფეხბურთელები არიან! როტორის ფებურთელები! ჩვენი რეალობა ისეთია, რომ ფეხბურთელების შესაძენად დიდ თანხებს ვერ გავიღებთ და ძირითადად, თავისუფალ აგენტებსა და იჯარის ვარიანტებს განვიხილავთ. 

კვერკველიასა და ზურიკოს დონის ფეხურთელები ჩვენს კლუბში რომ მოდიან, მადლობელი უნდა ვიყოთ. საბას ჩვენისთანა პირობებით მიწვევა იოლი ამოცანა არ არის და ეს ბრწყინვალედ განახორციელა ჯუღელმა (კვერკველიას აგენტი). 

ზურიკოს დებიუტი როტორში სოჩისთან მატჩში ჰქონდა

დავითაშვილი კრეატიული ბიჭია, ჩვენ კი ახლა სწორედ ისეთი ფეხბურთელები გვაკლია, რომლებსაც მოედანზე არასტანდარტულად მოქმედება შეუძლიათ. ზურიკომ სოჩისთან მატჩში შეცვლაზე ითამაშა და უმალ წარმოაჩინა უმაღლესი დონე.

ჯანოს წარდგენა არც სჭირდება. ახლა ის ძველ კონდიციებს აღიდგენს და მისი დიდი იმედი გვაქვს", - ამბობს რეკეჩინსკი.

ჯანო ანანიძე როტორის მაისურით ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს

რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, როტორს მხოლოდ 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს "ქართველების გუნდი" 26 აგვისტოს, შინ მოსკოვის სპარტაკთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები