Thumbnail

ვიქტორ სანიკიძის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

  • საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის დედა COVID 19-ით გარდაიცვალა
  • ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში არიან გადაყვანილნი
  • თავად ვიქტორის ტესტირებამ კორონავირუსი არ გამოავლინა 

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელის ვიქტორ სანიკიძის დედა, რომელიც ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა. ის კორონავირუსით საქართველოში გარდაცვლილი მე-19 პაციენტია.

ვიქტორ სანიკიძის ოჯახის სამი წევრი - ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში არიან გადაყვანილნი, თავად ვიქტორი კი, რომელსაც ტესტირების შედეგად ინფექცია არ აღმოაჩნდა, კარანტინში იმყოფება. 

ვიქტორ სანიკიძის დედა სახლში მკურნალობდა და მას ასევე ინფიცირებული და უვლიდა. როგორც თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა.

ვიქტორ სანიკიძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მას დიჟონში, ესტუდიანტესში, თბილისის დინამოში, ტარტუში, ვირტუსში, მონტეპასკიში, სარაგოსაში, უნიქსში, ანკარასა და არისში უთამაშია. კარიერის დასრულების შემდეგ, ვიქტორი ბერძნული არისის ტექნიკური დირექტორის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები