Thumbnail
  • ლუკა ლოჩოშვილი ვოლფსბერგერის ფეხბურთელია
  • ლუკა ავსტრიული გუნდის მეორე ქართველი ლეგიონერია

ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგის წევრ ვოლფსბერგერში გააგრძელებს. კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა...

ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის თანახმად, მისი გახანგრძლივება 1 წლის ვადით შესაძლებელი იქნება. ტრანსფერის დადასტურების შემდეგ ვოლფსბერგერის მთავარმა მწვრთნელმა ფერდინანდ ფელდოფერმა ლოჩოშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ლუკა ახალგაზრდა მცველია, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც ცენტრალურ მცველად, ისე მარცხენა ფლანგზე. მან უკვე დაამტკიცა თავისი ცოდნა საერთაშორისო დონეზე და მოხარულები ვართ, რომ ბოლოს და ბოლოს კონტრაქტი გავუფორმეთ. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ ტრანსფერში", - თქვა ფელდოფერმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, რომლის რიგებში მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში 10 თამაში ჩაატარა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა (ტირანას წინააღმდეგ). 22 წლის ფეხბურთელს სლოვაკეთში, ჟილინასა და კიევის დინამოს შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.

ვოლფსბერგერმა მიმდინარე ზაფხულს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე დაიმატა (გორის დილადან). ავსტრიულმა გუნდმა ბუნდესლიგის შარშანდელ სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები