Thumbnail
  • ლვოვში, რომელსაც გია ცეცაძე წვრთნის, ინფექციამ იფეთქა
  • ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი ლვოვი-მინაი გადაიდო

უკრაინულ საფეხბურთო კლუბ ლვოვში, რომლის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძეა, კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა. ამის გამო უკრაინული გუნდი იზოლაციაში გადაიყვანეს, სეზონის სასტარტო მატჩი კი გადაიდო.

როგორც კლუბის პრესსამსახურის განცხადებიდან ირკვევა, ინფექციაზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხები ლვოვის მთავარი გუნდის ხუთ ფეხბურთელს, ასევე პერსონალს ჰქონდა.  

უკრაინის პრემიერლიგის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი, რომელშიც ლვოვსა და მინაის უნდა ეთამაშათ, გადატანილია. დაპირისპირება 22 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თამაშის ჩატარების ახალი დრო კი მოგვიანებით დადგინდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, გორის დილას, სამტრედიისა და საბურთალოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლვოვში 2019/20 წლების სეზონის მიწურულს, ივნისის ბოლოს დაინიშნა. 45 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ხუთი მატჩიდან 2 ფრედ დაასრულა, 3 წააგო, ჩემპიონატი ბოლოსწინა, მე-11 ადგილზე დაასრულა და უკრაინის პრემიერლიგიდან დაქვეითებას გადაურჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები