Thumbnail

'სამაგიერო უნდა მიეღო' - დეიან ლოვრენმა სერხიო რამოსზე შური იძია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დეიან ლოვრენმა სერხიო რამოსთან შურისძიებაზე ისაუბრა
  • ხორვატის აზრით, ესპანელმა სალაჰს ტრავმა განზრახ მიაყენა

ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან ლოვრენმა სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანელ მცველს თამაშის დროს შურისძიების მიზნით ჩაარტყა.

ლოვრენმა 2018 წლის ნოემბერში, ერთა ლიგაზე ხორვატია-ესპანეთის მატჩი (3:2) გახსენა და ისიც განმარტა, რატომ იუხეშა რეალისა და "ფურია როხას" კაპიტანზე.

"დიახ, შეიძლება ითქვას, რომ რამოსს განზრახ ჩავარტყი სალაჰისთვის მიყენებული ტრავმის გამო. მოდრიჩი ცდილობდა ჩვენს შორის დაძაბულობის განეიტრალებას, მაგრამ მასზე შური ვიძიე და ვუთხარი, რომ ანგარიში გათანაბრდა.

როგორც ფეხბურთელი, მისით აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ მისი ქცევები არ მომწონს, რომელიც აზიანებს მოწინააღმდეგებს. ვფიქრობ, რომ რამოსმა სალაჰს ტრავმა გამიზნულად მიაყენა და შესაბამისად, სამაგიერო უნდა მიეღო. ჩვენ რეალზე უკეთ ვთამაშობდით, სანამ სალაჰი დაშავდებოდა, მისი მოედნიდან გასვლა ჩვენთვის მძიმე დარტყმა იყო", - თქვა ლოვრენმა.

სალაჰისა და სერხიო რამოსის ეპიზოდი  ფინალში

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში (2018 წელს) სერხიო რამოსთან ორთაბრძოლისას მოჰამედ სალაჰი დაშავდა და ინგლისურმა გუნდმა ფინალი ლიდერის გარეშე ანგარიშით 1:3 წააგო.

დეიან ლოვრენმა რამდენიმე კვირის წინ ლივერპული დატოვა და რუსულ ზენიტში გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები