Thumbnail
  • ვოლგოგრადის როტორში ერთბაშად ხუთი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება
  • მედიისა და ფანების რეაქცია კვერკველიასა და დავითაშვილს ტრანსფერებზე
  • როტორის ფანები სტადიონზე ტარხუნას, მწვადს, ჭაჭასა და ღვინოს ითხოვენ

რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებულ როტორში, რომელთანაც ამ ქვეყანაში ცნობილი აგენტი მამუკა ჯუღელი აქტიურად თანამშრომლობს, ერთბაშად ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა მოიყარა თავი - ჯანო ანანიძეს, ბექა მიქელთაძესა და ნიკა ყიფიანს (რუსეთის მოქალაქეა), სულ ახლახან კიდევ ორი დაემატა: საბა კვერკველია და ზურიკო დავითაშვილი.

საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი როტორში სეზონის ბოლომდე იჯარით მოსკოვის ლოკომოტივიდან გადავიდა, 19 წლის ნახევარმცველი კი ვოლგოგრადის კლუბს ასეთივე პირობით, ყაზანის რუბინიდან შეუერთდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, საბა კვერკველია ლოკომოტივს დაემშვიდობა

როტორში ქართველი ფეხბურთელების სიმრავლეს რუსულ მედიასა და კლუბის ფანებში მოსალოდნელი რეაქცია მოჰყვა - ვოლგოგრადის კლუბს ირონიულად საქართველოს ნაკრების ფილიალსაც უწოდებენ.

დავითაშვილს რუბინში პრობლემა ლეგიონერების ლიმიტის გამოც შეექმნა

"როტორში საქართველოს ნაკრების “ფილიალის” ორგანიზატორი ცნობილი ქართველი აგენტი მამუკა ჯუღელია, რომელიც ხუთივე ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენს. მიქელთაძე და ყიფიანი რუბინში გასული სეზონის პირველ წრეში გამოდიოდნენ, მაგრამ - არარეგულარულად. ზამთარში ჯუღელმა ისინი როტორში მოაწყო, ამ ზაფხულს კი ვოლგოგრადში კიდევ სამი თანამემამულე მიიყვანა.

სხვათა შორის, ის კვარაცხელიას ინტერესებსაც წარმოადგენს და წინა ზაფხულს ორგანიზება ლოკომოტივიდან რუბინში ფეხბურთელის ხმაურიან ტრანსფერს გაუკეთა. ახლა ჯუღელი როტორის დაკომპლექტებითაა დაკავებული, რომელსაც რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება სურს. ჯერჯერობით კი გუნდის საქმეები კარგად ვერ მიდის: ვოლგოგრადელებმა შინ წააგეს ზენიტთან (0:2) და ახმატთან (1:3), სტუმრად კი ფრედ მოსკოვის დინამოსთან (0:0) ითამაშეს", - წერს sport.business-gazeta.

ჯანო ანანიძე როტორის მაისურით ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს

კვერკველიასა და დავითაშვილის როტორში იჯარას კლუბის ფანები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:

💬 "კაცმა რომ თქვას, კარგი ტრანსფერია (კვერკველიაზე), ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეა, ოღონდ მაფიქრებს, რომ აქ საქართველოს ნაკრები იკრიბება. მალე სტადიონის შესასვლელში ტარხუნა და ლავაში გაიყიდება ჰოთ-დოგის ნაცვლად".

💬 "ქართული სამზარეულო ძალიან გემრიელია, სტადიონზე საზკვების ასორტიმენტის გაფართოების მომხრე ვარ".

💬 "ბევრს გაუხარდება, თუ სტადიონზე მწვადის გაყიდვა დაბრუნდება და მას ჭაჭასა და კარგ ქართულ ღვინოსაც დაუმატებენ".

💬 "ბიჭებო, ქართული სიმღერა შეისწავლეთ და ტრიბუნაზე იმღერეთ, ქართველები რომ გაიგებენ, გოლებსაც გაიტანენ".

'როტორი სეზონის დასრულების შემდეგ'

💬 "საქართველოს ნაკრებიდან მეკარე არ მოდის?"

💬 "ახლა სოცქსელებისა და საიტის ქართულად დუბლირება იქნება საჭირო. გავდივართ საერთაშორისო დონეზე".

💬 "აქ რა საქართველოს ნაკრები შეკრიბეს?"

💬 "როტორ თბილისი"

💬 "FC Borzhomi !!!"

💬 "ახლა ბორჯომი უბრალოდ ვალდებულია, როტორის სპონსორი გახდეს…".

კომენტარები

ბოლო ამბები