Thumbnail

'ყველაფერი იდეალური იყო, ფინიშის გარდა' - რას ნანობს ზინედინ ზიდანი

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ზინედინ ზიდანმა წარსული გაიხსენა და მომავალზეც ისაუბრა
  • ფრანგს ნაკრებში ჩატარებული ბოლო მატჩი ცუდად ახსენდება

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობას არ გამორიცხავს. ლეგენდარული ფრანგი AFP-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ "მამლების" რიგებში მან ფანტასტიკური გზა გაიარა, მაგრამ უკანასკნელი თამაში ცუდად ახსენდება.

"მე საფრანგეთის ნაკრებში? ამის შესახებ ადრეც ვისაუბრე. მწვრთნელი ვარ და შესაბამისად, რატომაც არ გავწვრთნი მომავალში საფრანგეთის ნაკრებს? ეს სიახლე არაა. თუ ეს მოხდება, კარგი იქნება. ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია და ის მეც მაქვს საფრანგეთის ნაკრებში. ჩემი გამოცდილება ეროვნულ გუნდში ფანტასტიკური და ბრწყინვალე იყო, ბოლო მატჩის გამოკლებით", - აღნიშნა ზინედინმა.

ბოლო მატჩი, როგორც საფრანგეთის ნაკრებში, ისე კარიერაში, ზიდანმა 2006 წლის მუნდიალის ფინალში ჩაატარა და მარკო მატერაცის ცნობილი ინციდენტი იგულისხმა, როდესაც იტალიელ მეტოქეს მკერდში თავი ჩაარტყა და მოედნიდან გააძევეს.

ზიდანის კარიერის ბოლო და ეპიკური მომენტი

ზიდანს მადრიდის რეალთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხოლო საფრანგეთის ნაკრებს ამჟამად, მისი ყოფილი თანაგუნდელი იუვენტუსსა და ნაკრებში, დიდიე დეშამი წვრთნის.

48 წლის ფრანგს აქამდე მხოლოდ მადრიდის რეალში უმუშავია, რომელსაც 2016-2018 და 2019 წლიდან დღემდე 11 ტიტული მოაგებინა, მათ შორის ზედიზედ 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა.

კომენტარები

ბოლო ამბები