Thumbnail

ლისაბონის "ჟოზე ალვალადეზე" ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა - მიუნხენის ბაიერნი ლიონს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა - 3:0.

სერჟ გნაბრი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

მატჩის შემდეგ მიუნხენის ბაიერნის თავკაცმა ჰანსი ფლიკმა, რომელმაც გუნდი მის ისტორიაში მე-11 ფინალში (ჩემპიონთა ლიგა და თასი) გაიყვანა შემდეგი თქვა:

ჰანს-დიტერ ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): "ვიცოდით, რომ ლიონის დამარცხება გაგვიჭირდებოდა, მათ ხომ იუვენტუსი და მანჩესტერ სიტი გამოაგდეს. მეტოქე ტაქტიკურად ძლიერია, მატჩის დასაწყისში მათ პრობლემები შეგვიქმნეს. ვიცით, რომ უკეთ უნდა ვითამაშოთ დაცვაში, თამაშამდეც ვთქვით, რომ ბურთი იოლად არ უნდა დაგვეკარგა, მაგრამ ასეთი შეცდომები მაინც დავუშვით.

პარი სენ-ჟერმენი დიდებული გუნდია. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს ნახევარფინალში და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. ახლა რამდენიმე დეტალს გავაანალიზებთ. კარგად ვიცით, რომ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. იმედია, დაცვაშიც უკეთ ვითამაშებთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი სიძლიერე - ოპონენტის პრესინგია". 

📺 ლიონი V ბაიერნი

აღსანიშნავია, რომ 2012/13 წლების შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გერმანელ მწვრთნელთა დუელი გველის - ფლიკი პსჟ-ს თომას ტუხელს დაუპირისპირდება. 7 წლის წინათ კი იუპ ჰაინკესისა და იურგენ კლოპის დუელი ვნახეთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები