Thumbnail

ვაკო გვილიას საგოლე პასი - ლეგია ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლეგიამ ლინფილდი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
  • ვაკო გვილიამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ვარშავის ლეგიამ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი, ბელფასტის ლინფილდი მძიმე ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.

ვაკო გვილიამ პოლონელთა რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა და გადამწყვეტ გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო. 82-ე წუთზე, როდესაც დამატებითი დრო ახლოვდებოდა, გვილიამ საჯარიმოს მისადგომებთან ხოსე კანტე მოძებნა და ესპანელმა თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ლეგია მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩსაც ვარშავაში ჩაატარებს და მისი მეტოქე არარატ-არმენიასა და ომონიას წყვილში გამარჯვებული იქნება.

📺 ვიდეო: გვილიას საგოლე პასი ლინფილდთან

 

კომენტარები

ბოლო ამბები