Thumbnail

ტურინის იუვენტუსის ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო გუნდში დიდ ცვლილებებს იწყებს და შესაძლოა, მისი პირველი შენაძენი ძველი ნაცნობი ალვარო მორატა გახდეს.

იტალიური გრანდი ცენტრფორვარდის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული და La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სიაში პირველ ადგილზე მადრიდის ატლეტიკოს 27 წლის ფორვარდი ჰყავს. განიხილება ნაპოლიდან პოლონელი არკადიუშ მილიკის ტრანსფერი და ასევე რომადან ბოსნიელი ედინ ჯეკოს გადაყვანა.

მოსალოდნელია, რომ უახლოს პერიოდში პირლო იუვენტუსის სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის შეხვდება და აღნიშნულ კანდიდატურებს დეტალურად გაივლის.

შეგახსენებთ, რომ მორატა იუვენტუსის ღირსებას 2014-16 წლებში იცავდა და პირლოს თანაგუნდელიც გახლდათ. 27 წლის თავდამსხმელმა ლა ლიგის გასულ სეზონში 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ძირითად შემადგენლობაში კი 25-ჯერ იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები