- ბაზელმა აინტრახტს ორი მატჩის ჯამში 4:0 მოუგო
- ვულვერჰემპტონი ოლიმპიაკოსს გაცდა და სევილიასთან ითამაშებს
ევროპალიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. ბოლო ორ მატჩში მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. ბაზელმა აინტრახტს ორი მატჩის ჯამში 4:0 სძლია. შვეიცარიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ფაბიან ფრაიმ გაიტანა, რომელმაც მასპინძლები 88-ე წუთზე დააწინაურა. მათი მეტოქე მეოთხედფინალში დონეცკის შახტარი იქნება.
ბაზელი 1:0 აინტრახტი
გოლი: 1:0 ფრაი (88)
ვულვერჰემპტონმა რაულ ხიმენესის გოლით ოლიმპიაკოსი დაამარცხა. მექსიკელმა მე-9 წუთზე პენალტი გაიტანა და ვულვერჰემპტონს პლეი ოფში ადგილი გაინაღდა. ინგლისელთა მეტოქე ესპანური სევილია იქნება.
ვულვერჰემპტონი 1:0 ოლიმპიაკოსი
გოლი: 1:0 ხიმენესი (პენ-9)
მეოთხედფინალური წყვილები
ვულვზი V სევილია
მანჩესტერ იუნაიტედი V კოპენჰაგენი
ინტერი V ლევერკუზენი
შახტარი V ბაზელი
კომენტარები