Thumbnail

ახალი მარცხენა მცველი ბაიერნში - შოტლანდიელი თინეიჯერი მალე მიუნხენს ეწვევა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰიქი ორშაბათს მიუნხენში ჩავა და საწვრთნელ ბაზას დაათვალიერებს
  • 2 შოტლანდიელი მარცხენა მცველი მსოფლიო გრანდში უკვე თამაშობს

როგორც BBC წერს, ედინბურგის ჰართსში მარცხენა მცველით - აარონ ჰიქით მიუნხენის ბაიერნი, ასტონ ვილა და ბოლონია არიან დაინტერესებული. 18 წლის მოთამაშეს, შოტლანდიურ კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება.

ჰართსი მის სანაცვლოდ £1.5 მილიონს ითხოვს, რაც ბაიერნის სატრანსფერო ბიუჯეტისთვის მიზერული თანხაა. შოტლანდიის ასაკობრივი ნაკრების წევრი, მომავალი კვირის მანძილზე მიუნხენს ეწვევა და ბავარიული გრანდის საწვრთნელ ბაზას დაათვალიერებს.

მისი ტრანსფერით დაინტერესებულია ასევე გლაზოგს სელტიკი - თუ ბაიერნთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და ჰიქი არც პრემიერლიგის გუნდებმა დაიმატეს, მაშინ საქმეში სელტიკი ჩაერთვება და მისგან ახალი კირან ტირნისი ან ვირჯილ ვან დაიკის დაყენებას შეეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ორი შოტლანდიელი მარცხენა მცველი უკვე თამაშობს ევროპულ გრანდებში - ლივერპულის ენდრიუ რობერტსონი თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ხოლო არსენალის კირან ტირნისაც პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონის კვალობაზე ცუდი წელი არ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები