Thumbnail
  • ბორხა მაიორალმა გასული სეზონი იჯარის წესით ლევანტეში გაატარა
  • მას მადრიდულ გრანდში დებიუტი 2015 წელს ჰქონდა 

რომის ლაციო მადრიდის რეალიდან ფორვარდ ბორხა მაიორალის ტრანსფერს გეგმავს და როგორც MARCA იუწყება, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

იწერება, რომ “სამეფო კლუბი” 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და რეალში დაახლოებით ამდენივე თანხის მიღებას გეგმავენ მცველ სერხიო  რეგილონის სანაცვლოდ.

მაიორალმა გასული სეზონი იჯარის წესით ლევანტეში გაატარა და ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, ესპანეთის თასზე კი – 2. მის აქტივში 9 გოლი და 2 საგოლე პასია.

ბორხა “სამეფო კლუბის” აღზრდილია და რეალის ძირითად გუნდში დებიუტი ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდა. მას მადრიდელებთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები