Thumbnail

ლობანოვსკი ამას არ უნდა ხედავდეს - კიევის დინამოს ფანების პროტესტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კიეველ ფანებს გუნდის მთავარ მწვრთნელად მირჩა ლუჩესკუს დანიშვნა არ სურთ
  • რუმინელი სპეციალისტი 12 წლის განმავლობაში მათი მეტოქის მწვრთნელი იყო

კიევის დინამოს ფანები გუნდის მთავარ მწვრთნელად მირჩა ლუჩესკუს დანიშვნის გამო უკმაყოფილებას სხვადასხვა გზით გამოხატავენ. ახლახან კიეველმა გულშემატკივრებმა დინამოს სტადიონის მიმდებარედ დადგმული ვალერი ლობანოვსკის ძეგლს თვალები აუხვიეს.

კიევის დინამომ მთავარ მწვრთნელად ლუჩესკუს დანიშვნის შესახებ 23 ივლისს გამოაცხადა. ფანები გუნდში რუმინელი სპეციალისტის მოსვლას, რომელიც 12 წლის განმავლობაში დონეცკის შახტარში მუშაობდა, მიუღებლად მიიჩნევენ. ლეგენდარული მწვრთნელის ძეგლისთვის თვალების ახვევით, ქომაგებმა მიანიშნეს, რომ ლობანოვსკი არ ისურვებდა იმის დანახვას, რაც დღეს კიევის კლუბში ხდება.

მირჩა ლუჩესკუ კიეველთა არენაზე 

ვალერი ლობანოვსკი დინამოს 1973-1982 წლებში, ასევე 1984-1990 და 1996-2002 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით კიეველები საბჭოთა კავშირის ჩემპიონები 8-ჯერ, ხოლო უკრაინის ჩემპიონები 5-ჯერ გახდნენ. ლობანოვსკის ხელში გუნდმა ორჯერ თასების მფლობელთა თასზეც გაიმარჯვა.

მირჩა ლუჩესკუ კიევის დინამოს პრინციპული მეტოქის - დონეცკის შახტარის მთავარ მწვრთნელად 2004-2016 წლებში მუშაობდა და ამ გუნდს უკრინის ჩემპიონობა 8-ჯერ, ასევე უეფას თასი მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები