Thumbnail

7 მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა - შოტლანდიური კლუბი კარანტინშია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სენტ მირენის სრული პერსონალი და ადმინისტრაცია კარანტინშია
  • შოტლანდიურ კლუბში 7 მწვრთნელს და რამდენიმე მუშაკს ვირუსი დაუდგინდა

შოტლანდიურ სენტ მირენში 7 მწვრთნელს და რამდენიმე პერსონალის წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამ ინციდენტის შემდეგ, ქვეყნის საფეხბურთო ლიგა კლუბის ნებისმიერი მოთამაშის თუ თანამშრომლის კვირაში ორჯერად ტესტირებაზე გადავიდა.

მიუხედავდ იმისა, რომ ფეხბურთელებს ვირუსი არ დაუდგინდათ, სენტ მირენის სენტ ჯონსტონთან გასამართი მატჩი მაინც გაუქმდა. კლუბი ახლა კარანტინში იმყოფება და ტესტირების ახალი ეტაპის გავლას ელიან.

ბოლო მატჩი კლუბმა გასულ შაბათს, ლივინგსტონის წინააღმდეგ ითამაშა. "ჩვენ უმალვე დავუკავშირდით სამთავრობო უწყებებს და ველოდებით შემდგომ მითითებებს..." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები