Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედის დაცვის ხაზში პრობლემებია
  • კალიდუ კულიბალის დამატება სხვა კლუბებსაც სურთ

მანჩესტერ იუნაიტედში ჰარი მაგუაირისა და ვიქტორ ლინდელოფის დუეტი არ მოსწონთ. "წითელი ეშმაკების" დაცვა ხშირ შემთხვევაში არასტაბილურია და შეცდომების რაოდენობაც საკმარისზე მეტია.

მაგუაირი იუნაიტედში გასულ ზაფხულს 85 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მივიდა. მანჩესტერში მისგან უფრო მეტს ელოდნენ, თუმცა ჰარი მოლოდინებს ვერ ამართლებს. ლინდელოფი ინგლისურ კლუბის რიგებში 2017 წლიდან ასპარეზობს.

უკანა ხაზის პრობლემების მოსაგვარებლად მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებს კალიდუ კულიბალის შეძენა აქვთ გადაწყვეტილი. სენეგალელის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბი დიდი ხანია გამოხატავს და მისი ტრანსფერის განხორციელებას უახლოეს სატრანსფერო ფანჯრისას ეცდება.

წინა კვირას გავრცელდა ინფრომაცია, რომ ნაპოლი მზად არის, 29 წლის ფეხბურთელს ფასი დააკლოს და 80 მილიონი ფუნტის ნაცვლად, მოთამაშე 65 მილიონ ფუნტად გაყიდოს. იუნაიტედისთვის ეს ერთის მხრივ კარგი ამბავია, რადგან მცველს შედარებით იაფად იყიდიან, თუმცა მეორე მხრივ კალიდუს დამატებას სხვა გუნდებიც მოისურვებენ.

სენეგალელი მცველის დამატება იუნაიტედის გარდა, ლივერპულს, მანჩესტერ სიტისა და პსჟ-ს სურთ. კონკურენცია დიდია და ნაპოლის მოთამაშის შენარჩუნება გაუჭირდება მითუმეტეს იმის ფონზე, რომ კალიდუს იტალიური კლუბის ხელმძღვანელობასთან არცთუ ისე კარგი ურთერთობა აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები