Thumbnail
  • ლიდსი პრემიერლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა
  • კლუბის მფლობელი ედინსონ კავანის ტრანსფერს არ გამორიცხავს

ლიდს იუნაიტედი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერება მოუწევს, რადგან ერთია ჩემპიონშიპის მოთხოვნები და მეორე - პრემიერლიგის...

იოკრშირელთა მფლობელი, იტალიელი ბიზნესმენი ანდრეა რადრიცანი არ გამორიცხავს, რომ "ელან როუდზე" ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი გადავიდეს. თუმცა, მანამდე ეს საკითხი მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას უნდა შეუთანხმოს, რადგან ყველა ტრანსფერის საკითხის არგენტინელი სპეციალისტი წყვეტს:

ანდრეა რადრიცანი: “იბრაჰიმოვიჩის შეძენა ნამდვილად რთულია. ეს იანვარში ვცადეთ, მაგრამ მან მილანი აირჩია და შედეგად ეს იდეა გაქრა. ახლა ვფიქრობ, რომ უკვე ძალიან გვიანია, რადგან ინგლისური ფეხბურთის ინტენსივობა განსხვავებულია. რაც შეეხება კავანის, მართლაც შეიძლება იყოს ჩვენთვის შესაბამისი. ჯერ არ მისაუბრია ამ საკითხზე მარსელო ბიელსასთან და ნებისმიერი სატრანსფერო მოლაპარაკება მისი მითითებით იწყება. თუ ის თანახმა იქნება, ჩვენ ვეცდებით კავანი დავიმატოთ“.

შეგახსენებთ, რომ ლიდს იუნაიტედმა პრემიერლიგის საგზური 17 ივლისს მოიპოვა და ინგლისის მთავარ საფეხბურთო ლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. რაც შეეხება ედინსონ კავანის, მას პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები