Thumbnail

'მან 100 მილიონი ფეხბურთელი შთააგონა' - გვარდიოლა ბიელსათი აღფრთოვანებულია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • პეპმა არგენტინელ მწვრთნელზე აღმატებით ხარისხში ისაუბრა
  • მარსელო ბიელსამ ლიდსი პრემიერლიგაში დააბრუნა

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ლიდს იუნაიტედის თავკაცის მარსელო ბიელსას გულშემატკივარია. ესპანელმა სპეციალისტმა არგენტინელს განსაკუთრებული და საფეხბურთო სამყაროში უნიკალური ადამიანი უწოდა.

“მე არასდროს ვყოფილვარ მისი მოთამაშე, მაგრამ ვიცი რას ამბობს მასზე 100 მილიონი ფეხბურთელი, რომლებსაც მასთან უმუშავიათ. ისინი მან შთააგონა. ის ფეხბურთის სამყაროში უნიკალურია, რადგან განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ბიელსა არის ავთენტური მენეჯერი, საოცარი პერსონა და განსაკუთრებულია. ეს ჩემი პირადი აზრია. ინგლისური ფეხბურთისთვის მომავალ სეზონში მისი პრემიერლიგაში ყოფნა წარმოუდგენელი ამბავი იქნება“ - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსამ ლიდს იუნაიტედი ინგლისის პრემიერლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა.

კომენტარები

ბოლო ამბები