Thumbnail

'ფეხბურთი მათ გარეშეც შესაძლებელია' - ჰიონესი ფანების წინააღმდეგ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ფანების სტადიონზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა
  • ული ჰიონესმა კომენტარი მანჩესტერ სიტის შეწყალებაზეც გააკეთა

მიუნხენის ბაიერნის საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი ფეხბურთის უმაყურებლოდ ჩატარებაში პრობლემას ვერ ხედავს და დარწმუნებულია, რომ თამაში ცარიელ სტადიონებზეც შესაძლებელია.

“ფეხბურთი ყველას ეკუთვნის და ძალიან მნიშვნელოვანია, ფანებმა გააცნობიერონ, რომ ისინი მნიშვნელოვანი ელემენტები არიან, მაგრამ მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და ყველაფრის განსაზღვრა. მე თანამშრომლობის მომხრე ვარ, თუმცა გულშემატკივრებმა უნდა იცოდნენ, რომ ფეხბურთის თამაში ულტრასების გარეშეც შესაძლებელია,“ - თქვა ჰიონესმა.

გარდა ამისა, გერმანელმა სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებაზეც გააკეთა მოკლე კომენტარი, რომელმაც მანჩესტერ სიტის ევროთასებიდან დისკვალიფიკაცია გააუქმა.

“ჩვენთვისაც გასაკვირი იყო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, შორიდან ძნელია განსაზღვრო, რეალურად რა სიტუაცია იყო,“ - განაცხადა ულიმ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპის უმეტეს ქვეყანაში საფეხბურთო მატჩები უმაყურებლოდ მიმდინარეობს. ჯერჯეობით უცნობია, როდის მიეცემათ ფანებს ტრიბუნებზე დაშვების უფლება. ამის შესახებ გადაწყვეტილება არც გერმანიში მიუღიათ, რომელიც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც შეწყვეტილი სეზონი პანდემიის პარალელურად განახლდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები