Thumbnail

ნიკო კოვაჩი მონაკოში - ხორვატი მწვრთნელის პირველი ვარჯიში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლიგა 1-ის კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი გუნდთან მუშაობას შეუდგა
  • 48 წლის ხორვატი სპეციალისტი ამ თანამდებობაზე 19 ივლისს დაინიშნა

მონაკოს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. მანამდე 48 წლის ხორვატმა სპეციალისტმა ამ თანამდებობაზე რობერტ მორენო შეცვალა, კლუბთან კონტრაქტი კი "3+1" სისტემით გააფორმა.

ნიკო კოვაჩის ბოლო სამუშაო ადგილი მიუნხენის ბაიერნი იყო, რომელსაც 2018 წლის აპრილიდან 2019 წლის ნოემბრამდე პერიოდში წვრთნიდა და გუნდს გერმანიის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოაგებინა. სპეციალისტს ასევე უმუშავია ფრანკფურტის აინტრახტსა და ხორვატიის ნაკრებში, ასევე მთავარი მწვრთნელის ასისტენტად - ზალცბურგში.

სხვათა შორის, იწერება, რომ მონაკოს ხელმძღვანელობისთვის ნიკო კოვაჩის კანდიდატურა პრიორიტეტული არ იყო და კლუბი ტოტენჰემის ყოფილი თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს მიწვევით იყო დაინტერესებული. თუმცა, როგორც ირკვევა, ამჟამად უმუშევრად მყოფმა არგენტინელმა სპეციალისტმა ლიგა 1-ის კლუბი უარით გაისტუმრა.

საფრანგეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი დასრულებულად ვადამდე, 28-ე ტურის შემდეგ გამოცხადდა, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემია გახდა. ჩემპიონად პარი სენ-ჟერმენი გამოცხადდა, მონაკომ კი გამოსვლა 40 ქულითა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები