Thumbnail

'შეიძლება, ასეც მოხდეს' - პერესმა ზიდანის რეალიდან წასვლა არ გამორიცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფრანგმა მწვრთნელმა, შესაძლოა, მადრიდის რეალი დატოვოს
  • ამ თემაზე კომენტარი ესპანური გრანდის პრეზიდენტმაც გააკეთა

ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალი, შესაძლოა, უკვე მეორედ დატოვოს. "სამეფო კლუბის" ფრანგმა მწვრთნელმა საკუთარი მომავლის შესახებ ლაკონური, მაგრამ დამაფიქრებელი კომენტარი გააკეთა:

"არ ვიცი ვიქნები თუ არა აქ მომდევნო სეზონშიც. ახლა ბედნიერი ვარ, მაგრამ ფეხბურთში არავინ იცის ხვალ რა მოხდება".

ზიდანის განცხადების შემდეგ, ესპანურ მედიას უკვე რეალის პრეზინდეტი ფლორენტინო პერესი ესაუბრა და მადირდული გრანდის გულშემატკივრებისთვის არც ისე დამაიმედებელი განცხადება გააკეთა:

ზიდანმა რეალს ამ სეზონში უკვე ორი ტიტული მოაგებინა

"ჩემპიონთა ლიგის შემდეგ შეიძლება ზიდანმა მართლაც თქვას, რომ გუნდიდან მიდის. შესაძლებელია ეს მოხდეს, ადამიანები იღლებიან და დასვენება სჭირდებათ. მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მიზეზი, რის გამოც რეალიდან შეიძლება წავიდეს, ვფიქრობ, არც დაღლილი არაა".

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი რეალს 2016-2018 წლებში წვრთნიდა და ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგების შემდეგ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. ფრანგი ესპანურ გრანდში 2019 წლის მარტში დაბრუნდა, როდესაც გუნდი ღრმა კრიზისში იმყოფებოდა.

ზიზუმ რეალს რამდენიმე დღის წინ ისტორიაში 34-ე ლა ლიგის ტიტული მოაგებინა, სულ კი, მას რეალის მთავარი მწვრთნელის რანგში უკვე 11 ტიტული აქვს დასაკუთრებული, მათ შორის, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 2-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი.

კომენტარები

ბოლო ამბები