Thumbnail

ლიდს იუნაიტედი 16-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. იორკშირელების ქომაგმა, ცნობილი სერიალის "სამეფო კარის თამაშების" ერთ-ერთმა გმირმა ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუმ (ჯეიმი ლანისტერის როლში) კი ლიდსის წარმატების მთავარ შემოქმედ მარსელო ბიელსას წერილი გაუგზავნა.

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ (მსახიობი): “გამარჯობა მარსელო. ვიცი, რომ ახლა დაკავებული ხართ. მინდა გითხრათ, რომ ლიდსის ისტორია დაწერეთ. თქვენ უკვდავი ხართ. დიდი დრო გავიდა, რაც პრემიერლიგაში არ გვითამაშია. როდესაც დავქვეითდით, ჩემი შვილი 3 წლის იყო, ახლა კი მანქანას მართავს, არჩევნებში ხმას აძლევს და სამსახურში დადის. ყველანი უფრო ასაკოვნები ვართ, სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, მაგრამ ამ საღამოს შემდეგ ახალგაზრდობა დაგვიბრუნე! გავიდა მტკივნეული 16 წელი. მარსელო, თქვენ აჩვენეთ კუპერს, კლიხს და ფილიპსს როდის უნდა გააკეთონ პასი, დალასი გადააქციეთ სუპერმენად. იცოდით, რომ პატი ბევრ გოლს გაიტანა, პაბლო ერნანდესს ახალი ახალგაზრდობა, აილინგს კი თავისუფლება მიანიჭეთ. თქვენ ავარჯიშებდით, ასწავლიდით, შექმენით ლიგის საუკეთესო გუნდი. გვიყვარხარ.“

შეგახსენებთ, რომ ლიდს იუნაიტედმა პრემიერლიგის საგზური გუშინ მას შემდეგ გაიფორმა, რაც მისი ერთ-ერთი კონკურენტი ვესტ ბრომვიჩი დამარცხდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები