Thumbnail

16 წლის შემდეგ ელიტაში - ლიდსი პრემიერლიგას დაუბრუნდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარსელო ბიელსას გუნდმა პრემიერლიგის საგზური 2 ტურით ადრე გაინაღდა
  • ლიდსს პრემიერლიგის საგზური ვესტ ბრომვიჩის წაგებამ გაუნაღდა

ვესტ ბრომვიჩი ჩემპიონშიფის 45-ე ტურში ჰადერსფილდთან 1:2 დამარცხდა, რითიც ლიდსმა პრემიერლიგის საგზური 2 ტურით ადრე მოიპოვა. მარსელო ბიელსას გუნდს 87 ქულა აქვს და ორივე მატჩიც რომ წააგოს, მაინც პირველ ადგილზე დარჩება.

ლიდსმა ბოლოს პრემიერლიგაში 16 წლის წინ ითამაშა. კლუბი წლების განმავლობაში ცდილობდა ელიტაში დაბრუნებას, თუმცა ეს მხოლოდ 2020 წელს შეძლო. მათ 44 მატჩში 26 მოიგეს, 9 ფრედ დაასრულეს და 9 მატჩიც წააგეს.

ბიელსა და ლიდსი დარჩენილ 2 ტურში დერბისა და ჩარლტონის წინააღმდეგ ითამაშებენ, რის შემდეგაც პრემიერლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები