Thumbnail

ლეგენდა ბრუნდება - იკერი რეალში პრეზიდენტის მრჩევლად იმუშავებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იკერ კასილიასმა პორტუ დატოვა და მადრიდის რეალში იმუშავებს
  • იკერი რეალში ფლორენტინო პერესის მრჩეველი გახდება

ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული მეკარე, 39 წლის იკერ კასილიასი მადრიდის რეალში ბრუნდება. ესპანელმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მადრიდის რეალში ფლორენტინო პერესის მრჩევლად იმუშავებს, ამის შესახებ "მარკა" ექსკლუზიურად იუწყება.

ტიტულოვანი მეკარე მადრიდის რეალიდან 2015 წელს დიდი სკანდალით წავიდა. იკერს დარჩენა სურდა, თუმცა პერესმა მისი გაშვება გადაწყვიტა. კასილიასი რეალს მაშინ ცრემლებით დაემშვიდობა. როგორც აღმოჩნდა, ფლორენტინო და იკერი შერიგდნენ. ესპანელი მეკარე სწორედ ფლორენტინოს თხოვნით, ხუთი წლის განშორების შემდეგ კლუბში ბრუნდება.

კასილიასმა რეალთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა 5-ჯერ იზეიმა, 2-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი და 4-ჯერ სუპერთასი. იკერი რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგას 3-ჯერ დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები