Thumbnail
  • მადრიდის რეალის პრეზიდენტი დიდი თანხის დახარჯვას არ აპირებს
  • ფლორენტინო პერესმა ზიდანის, ბენზემასა და სერხიო რამოსის შესახებაც ისაუბრა

მადრიდის რეალი მიმდინარე ზაფხულს ხმაურიან ტრანსფერებს არ განახორციელებს. ესპანური გრანდის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რეალის გასაძლიერებლად დიდი თანხის ინვესტიცია არ მოხერხდება.

“ძალიან რთული სიტუაციაა და ამიტომ დიდი გარიგებები არ იქნება. ძნელია ფეხბურთელებს ხელფასის შემცირება სთხოვო, შემდეგ კი, ტრანსფერებისთვის სოლიდური თანხის ინვესტიცია გააკეთო. მბაპეს რაც შეეხება, შეუძლია დაგველოდოს. ზიდანი ყოველ მე-19 თამაშში ტიტულს იგებს და ამით ყველაფერია ნათქვამი. ბენზემა ის ფეხბურთელი იყო, რომელსაც ყველაზე მეტად აკრიტიკებდნენ, არადა, მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია. სერხიო რამოსი იქამდე დარჩება ჩვენთან, სანამ ამის სურვილი ექნება და ეს მან იცის".

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში 34-ედ გუშინ მოიპოვა. "სამეფო კლუბი“ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც აგრძელებს ბრძოლას, სადაც მერვედფინალში მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები