- ალექს პულინი წყალქვეშა ნადირობის დროს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა
- 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ის ავსტრალიის ნაკრების მედროშე იყო
სნოუბორდ კროსში მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ალექს პულინი ავსტრალიის სანაპიროსთან ოკეანეში გარდაცვლილი იპოვეს. 32 წლის სპორტსმენი პალმ ბიჩის სიახლოვეს წყალქვეშა ნადირობით იყო დაკავებული, როდესაც მისი კვალი გაქრა.
8 ივლისის დილას საძიებო სამუშაოები დაიწყო და მყვინთავებმა მისი ცხედარი, რომელსაც ჟანგბადის ნიღაბი აღარ ეკეთა, ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს. მაშველები სპორტსმენის გადასარჩენად 45 წუთის განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა, შემდეგ სიკვდილი დააფიქსირეს.
საინტერესოა, რომ პულინი სოჭში 2014 წელს ჩატარებულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ავსტრალიის ნაკრების მედროშე იყო.
კომენტარები