- გიორგი ჭიაბრიშვილს საბურთალოსთან ერთად ეროვნული ლიგა და თასი აქვს მოგებული
- თბილისის ლოკომოტივი მთავარი მწვრთნელის გარეშე - გუნდი სოსო ფრუიძემ დატოვა
თბილისის ლოკომოტივს ხვალიდან გიორგი ჭიაბრიშვილი ჩაიბარებს. მხარეებმა 3.5-წლიანი კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა, 7 ივლისს კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.
ამგვარად, 9 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩში, დინამო ბათუმის წინააღმდეგ, ლოკომოტივს უკვე ჭიაბრიშვილი გაუძღვება.
ის ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. საფეხბურთო კლუბ საბურთალოსთან ერთად, ჭიაბრიშვილს ეროვნული ლიგა და საქართველოს თასი აქვს მოგებული.
შეგახსენებთ, რომ ლოკომოტივის უწინდელი თავკაცი სოსო ფრუიძე იყო, რომლის განთავისუფლების შესახებ კლუბმა განცხადება ასევე დღეს გაავრცელა.
კომენტარები