Thumbnail
  • ესპანელი ლონდონის ჩელსიში სეზონის ბოლომდე დარჩება
  • 32 წლის ფეხბურთელი კარიერას რომაში გააგრძელებს

პედრო ლონდონის ჩელსის 2015 წელს, ბარსელონადან შეუერთდა. 5-წლიანი ლონდონური კარიერის შემდეგ, 32 წლის ესპანელი ინგლისურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ, ამ ზაფხულს დაემშვიდობება.

ცოტა ხნის წინ პედრომ ჩელსისთან მოკლევადანი ახალი კონტრაქტი დადო, რათა სეზონის დასრულებამდე გუნდში დარჩენილიყო. როგორც კი 2019/20 წლების სეზონი დასრულდება, პედრო კლუბს დატოვებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, პედრო თანახმაა, კარიერა იტალიაში გააგრძელოს და რომას ღირსება დაიცვას. ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და მხოლოდ მისი გაოფიციალურებაა საჭირო. ფეხბურთელი რომაში სეზონის დასრულების შემდეგ გადავა.

პედრომ ჩელსიში 201 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 43 გატანილი გოლით გამოიჩინა. ამ ხნის განმავლობაში მან "არისტოკრატებთან" ერთად პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და ევროპალიგა მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები