Thumbnail

ჯიმი ტაბიძის გუნდში კორონავირუსია? უფას ფაქტის დაფარვაში ადანაშაულებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯიმი ტაბიძის უფაში ერთ-ერთ მოთამაშეს სავარაუდოდ კორონავირუსი აქვს
  • მედიაში გავრცელებულ ეჭვებზე კლუბში კომენტარი ბოლოს მაინც გააკეთეს 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის, ჯიმი ტაბიძის უფაში, სავარაუდოდ, არის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, რასაც, როგორც ჩანს, რუსული კლუბი ბოლო დრომდე არ ამხელდა.  

კვირას, რუსეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში, უფამ შინ ტამბოვს ანგარიშით 2:1 სძლია. მანამდე მედიაში კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელის ინფიცირების ფაქტის შესახებ დაწერა. ორი დღის განმავლობაში კლუბი ამის თაობაზე არაფერს იუწყებოდა. წესის თანახმად, უფა კარანტინში მთელი კონტაქტური ჯგუფით უნდა წასულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, გუნდმა ტომბოვთან შეხვედრა ჩვეულებრივად ჩაატარა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

24 წლის ქართველმა მცველმა ტამბოვთან მატჩი სრულად ჩაატარა

მოგვიანებით რუსული კლუბის გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა ამ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა:

"კორონავირუსულ ინფექციაზე მორიგი გამოკვლევის შემდეგ, გუნდის ერთ-ერთი წევრის ტესტის შედეგები საეჭვო აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, ყველა საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიება, არსებული ნორმების დაცვით გატარდა. რეგიონალური პროფილური უწყებისგან მიღებულია რეკომენდაციები საკარანტინო ზომებსა და მატჩის ჩატარებაზე.ახლახან დამატებით ჩატარდა რიგი ტესტებისა, რომლებიც ადასტურებს ინფიცირების მხოლოდ ერთი შესაძლო შემთხვევის არსებობას. გუნდის ყველა დანარჩენ თანამშრომელსა და წევრს ინფექცია არ გამოუვლინდა. გუნდი საშტატო რეჟიმში ემზადება მომდევნო მატჩისთვის, სამედიცინო შტაბი კი კონტაქტურ ჯგუფს მუდმივად აკვირდება".

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 23 ტურის შემდეგ, უფას 30 ქულა აქვს და სატყრნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. ჯიმი ტაბიძის გუნდს მომდევნო მატჩის ჩატარება 27 ივნისს, სტუმრად მოსკოვის სპარტაკთან უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები