Thumbnail
  • გვილია ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელე და  სიმბოლურში შეიყვანეს
  • ქართველი ფეხბურთელის პირველი კომენტარი

ვაკო გვილიამ პოლონური ექსტრაკლასას 31-ე ტურში დუბლი შეასრულა და ლეგიას შლიონსკთან 2:0 მოაგებინა. ამის წყალობით, ვარშავული კლუბი 10 ქულით უსწრებს კონკურენტს და თითქმის ჩემპიონია...

26 წლის ქართველ ნახევარმცველს ამ სეზონში ექსტრაკლასაში 7 გოლი აქვს გატანილი, 2 პოლონეთის თასზე და ერთიც ევროპალიგაზე. ჯამში მის ანგარიშზე 10 გოლი და 9 საგოლე პასია.

პოლონეთის ეროვნული ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა 31-ე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც ვაკო გვილიაც მოხვდა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა სეზონში, როცა გვილია ოფიციალურად ხვდება ტურის სიმბოლურში. 

31-ე ტურის სიმბოლური ნაკრები

TVP SPORT გამოკითხვა აწარმოა, თუ რომელი ფეხბურთელი იყო ტურის საუკეთესო მოთამაშე, სამ კანდიდატში (გვილია, რუნიე, ვან დერ ჰარტი) ქართველმა ფეხბურთელმა ხმების 65.8%-ით გაიმარჯვა და 31-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ვაკო გვილია (ლეგია): "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი? ვფიქრობ, ასეთი პრიზები მთელი გუნდის დამსახურებაა. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ ყველაფერს, ნაბიჯ-ნაბიჯ. ახლა მხოლოდ იაგელონიასთან შეხვედრაზე ვფიქრობთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეს დაპირისპირებაა. 

ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე და ორი გოლი გავიტანე, მაგრამ, ვიმეორებ, მთავარია, რომ გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.

არსებული სიტუაციის გამო, ტურებს შორის ინტერვალი თითქმის არ არსებობს, ჩვენ ძალების აღდგენა გვიჭირს, მაგრამ ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია".

futbolnews.pl-მ სტატია მიუძღვნა ლეგიაში მოთამაშე ქართველ ლეგიონერს და მას "ამ სეზონში ლეგიას ნამდვილი თილისმა" უწოდა.

"ქართველი ლეგიონერი გასულ ზაფხულს შვეიცარიიდან პოლონეთში დაბრუნდა 300 ათას ევროდ. მანამდე მან 6 თვე იჯარით გურნიკში

გაატარა, სადაც ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მისი დამსახურებაა, რომ სილესიელებმა გავარდნა თავიდან აიცილეს და ელიტაში დარჩნენ.

თუ გუნდი ჩემპიონი გახდება, ეჭვგარეშეა, რომ ამაში გვილიას დამსახურება უდიდესი იქნება".

ვაკო გვილიამ უკრაინის მოქალაქეობას ეროვნულ ნაკრებში თამაში არჩია. მის ანგარიშზე ქვეყნის მთავარ გუნდში 27 მატჩი და 3 გოლია. "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, გვილიას სატრანსფერო ფასი €1.60 მილიონია. 

კომენტარები

ბოლო ამბები