Thumbnail

ოფიციალურად: გია ცეცაძე უკრაინის პრემიერლიგის გუნდის მწვრთნელია

  • 45 წლის ქართველმა მწვრთნელმა ლვოვთან ხელშეკრულება გააფორმა
  • გია ცეცაძის გუნდი ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე ლვოვის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. 45 წლის ქართველი სპეციალისტი უკრაინული კლუბის ბაზაზე გუნდს უკვე წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის პრესსამსახური ავრცელებს.

კლუბის საიტი კონტრაქტის დეტალებზე არაფერს წერს, უკრაინული წყაროების ცნობით კი, ცეცაძეს და ლვოვს შორის ხელშეკრულება ერთი წლით გაფორმდა, მისი კიდევ ერთი სეზონის გახანაგრძლივების პერსპექტივით.

მანამდე ქალაქ ლვოვის გუნდი მთავარ მწვრთნელს, სომეხ ეგიშე მელიქიანს დაემშვიდობა. ლვოვი უკრაინაში ქვედა ექვსეულში ბოლოსწინა პოზიციაზეა და მხოლოდ ქალაქის მეორე გუნდს, კარპატის უსწრებს. პრემიერლიგიდან მხოლოდ ერთი გუნდი ვარდება.

გია ცეცაძე ეროვნულ ნაკრებში კახა ცხადაძეს ეხმარებოდა

გია ცეცაძეს მანამდე ეროვნული ლიგის გუნდებში, გორის დილაში, სამტრედიაში, საბურთალოში, ასევე ასაკობრივ ნაკრებებში უმუშავია. ის იყო კახა ცხადაძის ასისტენტი ეროვნულ ნაკრებშიც. ცეცაძემ 2016 წელს სამტრედიას ჩემპიონობა მოაპოვებინა, მანამდე, 2013 წლის ზაფხულში კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ათამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები