Thumbnail
  • 📅 24 ივნისი | ⌚ 00:00 | ⚽ ბარსელონა V ბილბაო
  • სტატისტიკის მიხედვით: ნაკლები გოლი, სტუმრები თითქმის უშანსოდ არიან
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ლა ლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე როლები შეიცვალა - ახლა ბარსელონაა მდევარი. სევილიაში დაკარგული ქულების შემდეგ კატალონიელები "სამეფო კლუბს" ურთიერთშეხვედრების ხარჯზე ჩამორჩებიან...

ბუნებრივია, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ორივე გუნდს 65-65 ქულა აქვს, მაგრამ ამიერიდან ქულების დაკარგვა კატეგორიულად არ შეიძლება, ეს შესაძლოა, ტიტულის დაკარგვის ტოლფასი იყოს. ბარსელონას ამოცანაა, ბოლო 8 ტურში რეალზე ქულით  მეტი მოიპოვოს. 

რაც შეეხება ბილბაოს, ბასკური კლუბი ბოლო ხავსს ეჭიდება, იქნებ, საევროთასო ზონისთვის ბრძოლაში ჩაერთოს. 

კიკე სეტიენს ტრავმების გამო არ ეყოლება უსმან დემბელე, სერხი რობერტო და ფრენკი დე იონგი, ბილბაოს იური ბერჩიჩე ჰყავს დისკვალიფიცირებული. 

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ატლეტიკი მებრძოლი გუნდია. მისი დამარცხება იოლი არ არის და კარს კარგად იცავს. გავიხსენოთ, თუნდაც, ჩვენი დაპირისპირება თასზე. მოთმინება გვმართებს, რადგან არ იქნება იოლი, მალევე მიზნის მიღწევა. თასზეც მხოლოდ ბოლოს გავიტანეთ გოლი.

მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ რეალურად ერთნაირი ქულები გვაქვს. შეცდომის უფლება აღარ გვაქვს, მაგრამ იმავე მდგომარეობაშია რეალიც. მათაც არ აქვთ უფლება, ქულები დაკარგონ. მდევრები ვართ, მაგრამ დარჩენილი თამაშების მოგება გვსურს". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ინიაკი ვილიამსისთვის ეს მატჩი ბილბაოში ზედიზედ 150-ე იქნება. 

⚽ ბილბაოს ატლეტიკს ლა ლიგაში ბარსელონასთვის 2001 წლის შემდეგ არ მოუგია.

⚽ გარიტანოს გუნდი ლა ლიგაში მე-19 ადგილზეა სტუმრად გამართული მატჩების მიხედვით - მხოლოდ ორი მოგება.

⚽ "კამპ ნოუზე" ბოლო 6 მატჩში (ლა ლიგაში) ბილბაომ სულ ორი გოლი გაიტანა.

⚽ ბარსელონას შინ 27 მატჩია, რაც არ წაუგია. ბარსელონას შინ ბილბაოსთან 22 დაპირისპირება არ წაუგია. 

⚽ ბარსელონასა და ბილბაოს ბოლო 6 მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტურო ვიდალი, ბუსკეტსი, არტური - მესი, სუარესი, გრიზმანი 
ტრავმა: დემბელე, დე იონგი, სერხი რობერტო
დისკვალიფიკაცია: არავინ

ბილბაო (3-4-1-2): სიმონი - ალვარესი, მარტინესი, ნუნიესი - კაპა, რაულ გარსია, ვესგა, ბალენზიაგა - მუნიაინი - ვილიალიბრე, ვილიამსი
ტრავმა: არავინ
დისკვალიფიკაცია: იური ბერჩიჩე

კომენტარები

ბოლო ამბები